+995 555 12 34 56
Briz BatumiBlack Sea Stays
რა ვნახოთ ბათუმში
პლაჟები

რეკლამის გარეშე: ეს ის ადგილებია, სადაც საკუთარ მეგობრებს მივყავართ.

კვარიათი

ქალაქიდან თხუთმეტი კილომეტრი — და ყველაზე სუფთა წყალი მთელ სანაპიროზე, მთებსა და ზღვას შორის.


კვარიათი ვიწრო პლაჟია მწვანე ფერდობის ქვეშ: მთები აქ პირდაპირ ზღვას ეშვება და წყალი შტორმის შემდეგაც გამჭვირვალე რჩება. ამიტომაც მუშაობს აქ სანაპიროს ერთადერთი დაივ-ცენტრი — წყლის ქვეშ კლდეები, თევზები და ჩაძირული გემების ნაშთებია.

ჯობია დილით წახვიდეთ: სეზონზე შუადღისას პლაჟი ივსება. გზად გონიოს ციხეა — ადვილად შეათავსებთ. მარშრუტკა ბათუმიდან ნახევარ საათს მიდის, ტაქსი — ოც წუთს.

მისვლატაქსი ~20 წთ ან მარშრუტკა ბაზრიდანსაქმიანობადაივინგი, სნორკელინგი, SUPროდისივნისი–სექტემბერი; დილით თავისუფალიაახლოსგონიოს ციხე და სარფის პლაჟი

ჩვენი სტუმრებისთვის უფასოა: მოგვწერეთ, რამდენი დღით ჩამოდიხართ და რა გიყვართ — მზა გეგმას გამოგიგზავნით.

მისვლის გზის კითხვა