რეკლამის გარეშე: ეს ის ადგილებია, სადაც საკუთარ მეგობრებს მივყავართ.
აჭარული ხაჭაპური
ცომის ნავი, მდნარი ყველის ტბა, გული და კარაქი: აჭარის მთავარი კერძი სწორედ აქ მოიგონეს.
აჭარულის ჭამა ტექნიკას მოითხოვს: „ბორტებს“ ატეხთ, გულსა და კარაქს ცხელ ყველში ურევთ და აწებთ. კერძის სამშობლო ეს სანაპიროა და ფორმაც შემთხვევითი არაა — ნავი ზღვაა, გული კი მზე.
ბათუმური კანონი — კაფე „რეტრო“ მელიქიშვილზე: ინტერიერის გარეშე, სამაგიეროდ ადგილობრივების რიგით. ზომები „საბავშვოდან“ „ტიტანიკამდე“ — საშუალო ორ კაცს ეყოფა.
სად ვცადოთ„რეტრო“ — ბათუმური კლასიკაზომასაშუალო ორ კაცს ეყოფაროგორ ვჭამოთგული და კარაქი აურიეთ, კიდეები ჩააწეთფასიქალაქის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მაძღარი კერძი
ჩვენი სტუმრებისთვის უფასოა: მოგვწერეთ, რამდენი დღით ჩამოდიხართ და რა გიყვართ — მზა გეგმას გამოგიგზავნით.
კიდევ სად არის გემრიელი?